ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფუტსალის ლიგა 2. VII ტური. MFC ILIAUNI 2 vs Dinamo Tbilisi

ახალი ამბები

საქართველოს ფუტსალის მეორე დივიზიონის 2023-2024 წლების სეზონი საკმაოდ საინტერესოდ და კონკურენტულად მიმდინარეობს.

ჩვენი მეორე გუნდი (ე.წ. ფარმკლუბი) კარგი პლატფორმაა საინტერესო მოთამაშეების, სტუდენტების აღმოსაჩენად. მიმდინარე სეზონში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა სინჯების შედეგად არაერთი სტუდენტი მოთამაშე აღმოვაჩინეთ. ამასთან ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლების განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ბევრს გაუხსნა გზა პროფესიული ფეხბურთისკენ.

მე-7 ტურის მატჩს ჩვენი გუნდი თბილისის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს. მოწინააღმდეგე გუნდი გასულ სეზონში ჩაერთო ფუტსალის მესამე დივიზიონში და ადვილად მოიპოვა მეორე ლიგის საგზური.

მატჩი არენა 2-ის დარბაზში დღეს, 18:00 საათზე, დაიწყება.

წარმატებები MFC ILIAUNI!

მისამართი: არენა 2-ის დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N6

დასწრება თავისუფალია.

2023



ბანერები