ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე,მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის.

მოთხოვნები:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • საჯარო ლექციებზე სტუდენტთა დასწრების მონიტორინგი;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • საკურიერო მომსახურება უნივერსიტეტის კანცელარიასა და სამართლის სკოლის ადმინისტრაციას შორის.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
  • სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული პროექტების საორგანიზაციო ნაწილში დახმარება;
  • მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ტექნიკური ხასიათის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება.

სტაჟირების პირობები:

ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1;
სტაჟირების ვადა – 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 29 თებერვლის ჩათვლით (ვადის გაგრძელების პერსპექტივით);
თვიური სარგო – 270 ლარი (დარიცხული).

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე კონკურსანტებს შეარჩევენ რეზიუმეების მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი".


ბანერები