კიბერუსაფრთხოების სეზონური სკოლა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
6-8 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებისთვის ილიაუნის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე გაიმართება კიბერუსაფრთხოების სეზონური სკოლა.
მონაწილეები იმუშავებენ კიბერუსაფრთხოების პრაქტიკულ ლაბორატორიებზე,
CTF (Capture The Flag) ტიპის ამოცანებსა და სირთულეებზე, შეისწავლიან ქსელურ თავდასხმებსა და თავდაცვის მექანიზმებს, შეიძენენ ინციდენტებზე რეაგირებისა და რისკების მართვის უნარებს, გაეცნობიან კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და რეალურ სცენარებზე მუშაობა.
პროექტში მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 18 თებერვლისა: https://forms.gle/ShP6EDbvtDadUTpn6
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ორგანიზატორები კანდიდატებს შეარჩევენ მოტივაციის მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 22 თებერვლისა.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 6-8 მარტი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა
2026