ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ქალთა ფრენბურთის გუნდი ქვიშის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ახალი ამბები

1-4 ივლისს ქობულეთში გამართულ ქვიშის სპორტის სახეობათა სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა და ვაჟთა გუნდები. ტურნირში სულ ქალთა და ვაჟთა 6-6-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ილიაუნის ქალთა გუნდმა ქვიშის ფრენბურთის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. მათ ყველა მატჩში გაიმარჯვეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. ნახევარფინალში დაამარცხეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინალში კი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ქალთა გუნდმა მიმდინარე წელს კლასიკური ფრენბურთის საუნივერსიტეტო ჩემპიონატშიც  სააპრიზო, მეორე ადგილი დაიკავა.

2026

 

ბანერები