ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

არჩილ არველაძის საჯარო ლექცია ქართული ფეხბურთის შესახებ

ღონისძიებები

22 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით სალექციო კურსის „სპორტის მარკეტინგი და მართვა“ ფარგლებში არჩილ არველაძე, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, სტუდენტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს  შეხვდება.

ფეხბურთელი ისაუბრებს ქართული ფეხბურთის გამოწვევებზე, სპორტის მენეჯმენტსა და პროფესიულ გამოცდილებაზე. დასასრულს სტუმრებისთვის მოეწყობა გათამაშება, რომლის გამარჯვებულებსაც საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მაისურები გადაეცემათ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები