თვითმმართველობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტების მიერ არჩეული გუნდი, მათ ოფიციალურად წარმოადგენს უნივერსიტეტის ფაკულტეტთა საბჭოებზე.
სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს, რომ სტუდენტთა აზრი და პოზიცია გათვალისწინებული იყოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ასევე იცავს სტუდენტთა უფლებებს და ცდილობს სტუდენტური წლები უფრო მეტად საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი გახადოს.
თვითმმართველობა სტუდენტებს საინტერესო ღონისძიებას სთავაზობს: ინტელექტუალურ და სპორტულ კონკურსებს, საჯარო ლექციებს, ტრენინგ-სემინარებს, კულტურულ პროექტებს, გამოფენებს, შემეცნებით და გაცნობით ტურებს საქართველოს მასშტაბით, საქველმოქმედო ღონისძიებებს და ა.შ.
თვითმმართველობის პრეზიდენტი – დავით მშვენიერაძე
ვიცე-პრეზიდენტი – ლიკა ლორთქიფანიძე
საფაკულტეტო საბჭოების თავმჯდომარეები
- სამართლის ფაკულტეტის საბჭო – ანა შუბითიძე
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო – ბარბარე გეფერიძე
- ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო – საბა მამადაშვილი
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო – ჟანა მოსიძე
დეპარტამენტების თავმჯდომარეები
- პროექტების მართვისა და წერის დეპარტამენტი – გიორგი ზაალიშვილი
- სპორტის დეპარტამენტი – მარიამ კერესელიძე
- განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი – მარიამ იმნაიშვილი
- ტურიზმის დეპარტამენტი – ხატია მეტრეველი
- კულტურის დეპარტამენტი – ელენე ჭანკოტაძე
- პიარის (PR) სამსახური – ნინი ფირცხალაიშვილი
- ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (HR) – ქეთი ლომთაძე
- საგარეო საქმეთა დეპარტამენტი – დავით გოგუა
- იურიდიულ საქმეთა დეპარტამენტი – ვატო ქობალია
მიზნები და ფუნქციები
- სტუდენტთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა
- სტუდენტთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა
- სტუდენტთა ადმინისტრაციული და სასწავლო პრობლემების მოგვარება
- კულტურული, სპორტული, სამეცნიერო და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა
- სტუდენტთა შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენა
- სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობების დამყარება
- სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მართვაში