ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის კულტურათაშორისი ერთობის სტუდენტური კლუბი

ილიაუნის კულტურათაშორისი ერთობის სტუდენტური კლუბი

კლუბის აღწერა:

კულტურათაშორისი ერთობის სტუდენტური კლუბის მიზანია სტუდენტებს შორის ცოდნის ამაღლება, გასართობი შესაძლებლობების შექმნა და ურთიერთკავშირების გაძლიერება. კლუბის ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის სპორტული სემინარები და შეჯიბრებები (ფრენბურთში, ბადმინტონში, კალათბურთში, ა.შ.), სადაც სტუდენტები შეძლებენ ახალი მეგობრების გაჩენასა და კავშირების დამყარებას. ასევე, მოეწყობა ხელოვნებასა და უცხო ენებზე მოსაუბრეების შეხვედრები, კულტურათა გაცნობის მიზნით ფილმების ჩვენებები და თემატური წვეულებები, ხოლო კლუბის წევრებს ექნებათ "მენტორი მეგობრის" პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, კლუბი უზრუნველყოფს სტუდენტებს შორის განსხვავებული კულტურული და ენობრივი ცოდნის გაზიარებას. კლუბის უმთავრესი მიზანია, რომ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით უცხოელ სტუდენტებს, ჰქონდეთ საუნივერსიტეტო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის საშუალება, რადგან გვჯერა, რომ სტუდენტური ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე მხოლოდ ფორმალური განათლება. შესაბამისად, კლუბი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს სრულფასოვანი ჩართულობის, გართობისა და თვითრეალიზების შესაძლებლობა.

მიზნები:

  • სტუდენტების აღჭურვა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით;
  • შეხვედრების მოწყობა, ჩემპიონატების ჩატარება და გართობასთან, ჩართულობასთან და კულტურულ გაცვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  • მულტიკულტურული ინკლუზიურობის გაუმჯობესება;
  • სტუდენტების ინფორმირება კავშირების დამყარების მნიშვნელობის შესახებ;
  • მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ახალი წევრების მიღების პირობები

  • კლუბში გაწევრიანება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების მოქმედ სტუდენტს;
  • მსურველმა უნდა შეავსოს კლუბის გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც ის აღირიცხება შესაბამის მონაცემთა ბაზაში.


საკონტაქტო ინფორმაცია
ელექტრონული ფოსტა: Intercultural.UnityClub@iliauni.edu.ge
ინსტაგრამი: @intercultural.unityclub
 

ბანერები