სტუდენტური კლუბი Publicity
ილიაუნის სტუდენტური კლუბი Publicity შეიქმნა 2019 წელს 2 ივლისს და მისი მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს ბიზნესის სფეროთი დაინტერესებული სტუდენტები და მისცეს მათ საშუალება განახორციელონ საინტერესო პროექტები. კლუბი ხელს შეუწყობს კლუბის წევრებსა და ნებისმიერ სტუდენტს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ სწავლებასთან ერთად, გარდა ამისა, ხელს შეუწყობს შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრებების გამართვას, რაც გაზრდის სტუდენტების მოტივაციას.
კლუბის ძირითადი საქმიანობა:
- ბიზნესის პოპულარიზაცია;
- ბიზნესის მიმართულებით საინტერესო აქტივობების/პროექტების/ვორკშოპების მოფიქრება, დაგეგმვა და განხორციელება.
პრეზიდენტი: ემზარ აბდულლაევი
ტელ.: 598 90 56 92
ელფოსტა: students.publicity@iliauni.edu.ge