ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სტუდენტური კლუბი Literae Pro Libertate

ილიაუნის სტუდენტური კლუბი Literae Pro Libertate

შემოგვიერთდით, ერთად ვაქციოთ ლიტერატურა ცოცხალ პროცესად!

ჩვენი კლუბი შეეცდება დაგანახოთ, რომ ლიტერატურა, არა მხოლოდ რეალობიდან გაქცევის, არამედ რეალობაში დაბრუნებისა და ჩვენ გარშემო არსებული კონტექსტის უფრო ღრმად გააზრების საუკეთესო გზაა.

კლუბის შესახებ

Literae Pro Libertate ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გაერთიანებაა.  ჩვენ, მისი წევრები, მხატვრული ტექსტების დახმარებით ვაწყობთ რეალობასთან რელევანტურ დისკუსიებს, ვეხებით ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორებიცაა: სამართლიანობა, თავისუფლება, დემოკრატია და მოქალაქეობა.

შეხვედრები ძირითადად ქართულ ენაზე წარიმართება. სოკრატული მეთოდით ყოველ ჯერზე ვარჩევთ და განვიხილავთ თითო ნაწარმოებს (უმეტესად მოთხრობებს), ხშირად ვიწვევთ საინტერესო მომხსენებლებს.

კლუბის მიზანი

კლუბის მთავარი მიზანი სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და თავისუფალი სააზროვნო სივრცის შექმნაა.

ჩვენთან შეძლებთ თანატოლებთან ურთიერთობას, შემოქმედებითი ცხოვრების გამოცოცხლებასა და საინტერესო ღონისძიებებში, შეხვედრებში ან საღამოებში მონაწილეობას.

კლუბის წევრობა

კლუბის კარი ღიაა ილიაუნის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისთვის.

წევრად მიღების პროცესი მარტივია: საკმარისია, წერილობით მიმართოთ მიმღებ პირებს და ავტომატურად ჩაირიცხებით ჩვენს მონაცემთა ბაზაში, გახდებით კლუბის სრულუფლებიანი წევრი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 95 13

ბანერები