ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსისთვის მოსამზადებელი უფასო კურსი

საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს გთავაზობთ საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელ უფასო ინტენსიურ კურსს.

კურსის აღწერა

საგრანტო კონკურსისათვის მოსამზადებელი კურსი ფარავს გამოცდით გათვალისწინებულ ყველა კომპეტენციას და შედგება 12 სესიისგან, თითოეულის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.

მოდული 1 – საგამოცდო ფორმატი

სტუდენტები გაეცნობიან საგრანტო კონკურსის საგამოცდო ფორმატს და გამოცდასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებს, მათ შორის, გამოცდების ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩაბარების წესებს.

მოდული 2 ლოგიკური მსჯელობა

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხს და ათვისებული მასალის გამოყენებით თვითონაც ამოხსნიან საგამოცდო ამოცანებს.

მოდული 3რაოდენობრივი მსჯელობა

სტუდენტები გაიხსენებენ მათემატიკის საბაზისო მინიმუმს, რაც გათვალისწინებულია საგამოცდო ტესტებში და ათვისებული მასალის გამოყენებით ამოხსნიან მსგავს ამოცანებს.

მოდული 4წაკითხული ტექსტის გააზრება

სტუდენტები განსაკუთრებული სირთულის ტექსტების მაგალითზე გაეცნობიან ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს და კითხვებზე სწორი პასუხების მიგნების საშუალებებს.

მონაწილეობის პირობები

კურსი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ სასწავლო გრანტის გაუმჯობესება.

მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/dsacourse

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი. 

მეცადინეობები ჩატარდება ორშაბათს და ოთხშაბათს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას შერჩეული მონაწილეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.


საკონტაქტო ინფორმაცია

 pr@iliauni.edu.ge 

(+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები