ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი

ილიაუნის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი დაარსდა 2020 წელს.

2021 წლის შემოდგომაზე კლუბი ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების ოფიციალურ სტუდენტურ წევრად აღიარეს და მიენიჭა შესაბამისი სახელწოდებაც: American Society of Civil Engineers Ilia State University Student Chapter.

კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

ვიზიტი ობიექტებზე

  • კლუბის წევრები სტუმრობენ სხვადასხვა სამშენებლო ობიექტს მშენებლობის სხვადასხვა სტადიაზე, ეცნობიან სამშენებლო ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლის მექანიზმებს, უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს და ა.შ.

ვიზიტი საინჟინრო კომპანიებში

  • კლუბის წევრები პერიოდულად სტუმრობენ საინჟინრო ორგანიზაციებსაც, სადაც ეცნობიან პროექტირების პროცესის მიმდინარეობას.

შეხვედრა სტუმრებთან

  • კლუბი აწყობს შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან, მათ შორის პროფესიონალ ინჟინრებთან, სამშენებლო და საინჟინრო კომპანიების წარმომადგენლებთან.

სტუდენტური პრეზენტაციები

  • კლუბი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სურვილისამებრ გამართონ პრეზენტაციები მათთვის და კლუბის სხვა წევრებისთვის საინტერესო თემებზე.

კლუბის მიზანი:

  • სტუდენტთა პროფესიული განვითარება;
  • სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის შესახებ სწორი ინფორმაციის გაცნობა და ამ სფეროს პოპულარიზაცია.

კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, ამისთვის საჭიროა რეზიუმე ან CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: asce.iliauni@gmail.com 

კლუბის მოქმედი პრეზიდენტი: გიორგი ნარეშელაშვილი

ტელ.:599 763 203
კლუბის ფეისბუქგვერდი:https://bit.ly/3tPGV85

ბანერები