ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გენდერული თანასწორობის სტუდენტური კლუბი

ილიაუნის გენდერული თანასწორობის სტუდენტური კლუბი

ილიაუნის გენდერული თანასწორობის სტუდენტური კლუბი დაარსდა 2023 წლის 23 ივნისს. კლუბის,სტუდენტური გაერთიანების, მიზანია ილიაუნის სტუდენტებში თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება, მათი ინფორმირება გენდერულ საკითხებსა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ. კლუბი აერთიანებს საერთო მიზნის მქონე მოტივირებულ სტუდენტებს, რომელთაც სურთ, სიღრმისეულად გაეცნონ და გააანალიზონ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები და გადადგან გარკვეული ნაბიჯები პრობლემების აღმოსაფხვრელად.

კლუბის საქმიანობა ითვალისწინებს ღონისძიებებს:

  • ტრენინგები;
  • დისკუსიები;
  • კინოჩვენებები;
  • საჯარო ლექციები;
  • გასვლითი აქტივობები;
  • შემეცნებითი კონკურსები და სხვ.

ძირითადი მიმართულებები:

  • გენდერული თანასწორობის საკითხები;
  • გენდერული სტერეოტიპები;
  • ფემინიზმი;
  • ადამიანის უფლებები.

პრეზიდენტი ელენა ავაზაშვილი
ელფოსტა: iliauniequalityclub@gmail.com
ნომერი: 551 50 50 44

 

ბანერები