ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სწავლის საფასურის გადახდის წესი და დაფინანსების შესაძლებლობები

სწავლის საფასურის გადახდის წესი და დაფინანსების შესაძლებლობები

სწავლის საფასური

სწავლის დაწყებამდე, სექტემბერში, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, სადაც დეტალურადაა გაწერილი სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები და სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვადები და პირობები.

სტუდენტი, რომლესაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო, სოციალური  ან სხვა ტიპის გრანტი/დაფინანსება, იხდის სხვაობას სწავლის საფასურის დადგენილ ოდენობასა და მოპოვებულ გრანტს/დაფინანსებას შორის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ხელშეკრულების გაფორმების დროს, აირჩიონ გადასახადის გადახდის მათთვის სასურველი გრაფიკი,  და სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდა განახორციელონ:

  • 2, 4, 6 ან 8 ნაწილად.

ასევე, სტუდენტს უფლება აქვს მომდევნო, ნებისმიერ სემესტრში (სწავლის დაწყებამდე) მოითხოვოს  არჩეული გრაფიკის ცვლილება, საამისოდ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების ცვლილება და სტუდენტის ხელმოწერით დადასტურდეს ახალი გრაფიკის არჩევის ფაქტი.

ყველა სტუდენტმა უნდა იხელმძღვანელოს სასწავლო ხელშეკრულებაში მითითებული გადახდის ვადებით, სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი მოცემულია „არგუსის“ სისტემაშიც. (იხ. სქრინი)

 

 

ფინანსური ინფორმაცია „არგუსში“ მოიცავს 4 (ოთხი) განყოფილებას:

  1. ბალანსი - მარჯვენა ზედა კუთხეში მოცემულია ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით სტუდენტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. დავალიანების შემთხვევაში ღილაკი შეფერილია წითლად, ხოლო დეპოზიტის შემთხვევაში - მწვანედ. ბალანსის ღილაკზე ორჯერ დაკლიკებით იხსნება სრული ფინანსური ინფორმაცია;

 

 2.  გადახდის გრაფიკი - ინფორმაცია სწავლის საფასურის გადახდის თარიღებისა და ოდენობის შესახებ მოცემულია სემესტრების მიხედვით.  გადახდის მომდევნო თარიღის სანახავად ასქროლეთ შესაბამის, მიმდინარე სემესტრზე;

3. შეტანილი თანხები - ამ განყოფილებაში მოცემულია სრული ინფორმაცია სტუდენტის დამფინანსებლის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის თითოეული გადახდის შესახებ ინდივიდუალურად - ჩარიცხვის თარიღებისა და ოდენობების მითითებით;

4. გადახდის ინტრუქცია - დეტალური ინფორმაცია სწავლის საფასურის გადახდის გზების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის  შემთხვევაში, სტუდენტს ყოველ ჯერზე ერიცხება ჯარიმა, 50 ლარის ოდნობით და შესაძლოა შეეზღუდოს „არგუსზე“ წვდომა.

______________________________________________________________________________________

სწავლის საფასურის გადახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტთა სწავლის საფასურის აღრიცხვის ელექტრონული (ბილინგის) სისტემა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლის საფასური საბანკო დაწესებულებების, ონლაინპორტალებისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გადაიხადონ.

პარტნიორი ბანკები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საბილინგო კავშირი აქვს შემდეგ ბანკებთან:

  • სს "საქართველოს ბანკი";
  • სს "თიბისი ბანკი";
  • სს "ბაზის ბანკი"
  • სს "ლიბერთი ბანკი";
  • სს "სილქ ბანკი";
  • სს "ტერა ბანკი";
  • სს "კრედო ბანკი";
  • სს "ბანკი ქართუ";
  • სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია";
  • სს "პაშა ბანკი საქართველო".

სწავლის საფასურის ინტერნეტბანკით გადახდის ინსტრუქცია:
„გადახდები“- დან ირჩევთ „განათლება“-ს → „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ → ირჩევთ საფეხურს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ...) → სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი თერთმეტნიშნა რიცხვის (თუ არ ხართ საქართველოს მოქალაქე - პასპორტის ნომრის) საშუალებით ეძებთ აბონენტს → უთითებთ გადასახდელ თანხას და ასრულებთ გადახდას.

სწავლის საფასურის გადახდის სხვა გზები
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია, ასევე საბილინგო სისტემაში ჩართული:

  • TBC PAY-ის აპარატებით;
  • ონლაინპორტალზე Mypay.ge;
  • ონლაინპორტალზე Oppa.ge.

ბილინგის სისტემაში ჩართული პარტნიორი ბანკებიდან, აპარატებიდან და ონლაინპორტალებიდან გადახდილი თანხა მყისიერად აისახება უნივერსიტეტის ფინანსურ სისტემაში.

სწავლის საფასურის გადახდის რეკვიზიტები 

სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურს იხდით პარტნიორი ბანკებიდან, შეგეძლებათ დამატებითი რეკვიზიტების გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე განაგრძოთ გადახდა.

იმისათვის, რომ გადახდილი თანხა აისახოს თქვენს საუნივერსიტეტო ანგარიშზე, დანიშნულებაში სავალდებულოდ მისათითებელია შემდეგი ინფორმაცია:

  • სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი;
  • ფაკულტეტი;
  • საფეხური.

მხოლოდ იმ სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც ერთზე მეტი პროფილი აქვს:
იმ სტუდენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ ერთზე მეტი პროფილი (მაგ.: დასრულებული აქვს ბაკალავრიატი და აქტიურია მაგისტრატურის საფეხურზე ...) სწავლის საფასურის სასურველ პროფილზე გადახდის მიზნით, პირად ნომერთან ერთად უნდა მიუთითონ შესაბამისი პროფილის ორციფრიანი ნომერი, შემდეგი ფორმატით: XXXXXXXXXXX-02.

აბონენტის კოდი შედგება სტუდენტის პირადი ნომრისა და პროფილის ორციფრიანი ნომრისაგან. მაგ: XXXXXXXXXXX-02. აბონენტის კოდი მითითებულია სტუდენტის „არგუსში“. მის მოსაძებნად, „არგუსის“ ზედა, მარჯვენა კუთხეში მოცემული საინფორმაციო ველიდან უნდა აირჩიოთ სასურველი მიმართულება/საფეხური და მასზე გადართვის შემდეგ თქვენს სახელსა და გვარზე დაწკაპუნებით გამოიძახოთ საკუთარი პროფილი. აბონენტის კოდი პროფილის პირველ სვეტში მოცემული Billing ID-ია.

სტუდენტებს,რომლებიც სწავლის საფასურს იხდით სხვა ნებისმიერი არხით, დაგჭირდებათ შემდეგი
რეკვიზიტები:

  • მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  •  საიდენტიფიკაციო კოდი:204861970
  •  მიმღებისანგარიში/სახაზინო კოდი: 708997289
  • მიმღებისბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკისკოდი: TRESGE22

გადახდის დანიშნულება:
სტუდენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სწავლების საფეხური, ფაკულტეტი.

___________________________________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია
სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული განცხადებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ არგუსის შაბლონიდან - „ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სწავლის საფასურთან დაკავშირებით“ ან მეილზე info@iliauni.edu.ge  .

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ფაკულტეტს:

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ელ.ფოსტა: arts_sciences@iliauni.edu.ge; ტელ.: 032 2 22 00 09 (707)

ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი
ელ.ფოსტა: bte@iliauni.edu.ge; ტელ.: 032 2 22 00 09 (180)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ელ ფოსტა: sciences_medicine@iliauni.edu.ge; ტელ.: 032 2 22 00 09 (115)

სამართლის სკოლა
ელ.ფოსტა:  lawfaculty@iliauni.edu.ge; ტელ: 032 2 22 00 09 (301)

ან შემოსავლების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტს
ელ.ფოსტა: billing@iliauni.edu.ge; ტელ.: 032 2 22 00 09 (113)

_____________________________________________________________________________________________

სახელმწიფო სტიპენდია

პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში, აქტიური სტატუსის მქონე წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მოიპოვონ სტიპენდია, რომლის მოცულობაც თვეში 300 (სამასი) ლარია. 

სტიპენდიანტთა შერჩევა სასწავლო წლის განმავლობაში ხდება ორჯერ – სემესტრის დასაწყისში, გასული სემესტრის აკადემიური მოსწრებისა და დამატებითი კრიტერიუმების (არასავალდებულო) საფუძველზე. დეტალურად: https://iliauni.edu.ge/ge/studentebistvis/stipendia

__________________________________________________________________________________________

გრანტის გაუმჯობესება:

სტუდენტებს ეძლევათ უფლება, გაიუმჯობესონ სახელმწიფო დაფინანსება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ გრანტი, ან მოპოვებული გაქვთ ნაწილობრივი დაფინანსება (50% ან 70%), შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გრანტის გაუმჯობესების გამოცდაზე, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს და გაიუმჯობესოთ არსებული გრანტი.

გაითვალისწინეთ: თუ გამოცდაზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, არსებული გრანტი შეგინარჩუნდებათ და ცვლილება არ მოხდება.

____________________________________________________________________________________________

სწავლის საფასურის დაფინანსების შესაძლებლობები:

1)  საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით ყოველწლიურად განისაზღვრება სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების კატეგორიები. ხსენებული დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სახელმწიფო გრანტის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური ფინანსდება სრულად, ხელშეკრულების სრულ ვადაზე. მომდევნო სასწავლო წლებზე დაფინანსების გასაგრძელებლად განმეორებითი რეგისტრაცია საჭირო აღარ არის. ზოგიერთი კატეგორიის სტუდნტებისათვის შესაძლებელია ჩარიცხვის წელს დაფინანსების ვერ მოპოვების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ მომდევნო სასწავლო წლებში გამოცხადებულ კონკურსებშიც.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:  https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo&csrt=14969885052046373496

სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციით. რეგისტრაცია წარმოებს სექტემბრის თვეში. კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სამინისტროს ვებ გვერდის (www.mes.gov.ge) ბანერის საშუალებით - „სტუდენტთა სახელმწიფო/სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“ (პორტალი: http://socreg.mes.gov.ge).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზს: 032 2 200 220

გაითვალისწინეთ: თუკი სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.

2)   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრების სტუდენტების სწავლის დაფინანსების“ პროგრამას. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრების სტუდენტები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ გვერდის (www.mes.gov.ge) ბანერზე - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“ (https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo)

განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციით. რეგისტრაცია წარმოებს დეკემბრის თვეში. კონკრეტულ ვადებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროგრამის ფარგლბში დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სახელმწიფო გრანტის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სტუდენტის მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური ფინანსდება სრულად. მომდევნო სასწავლო წლებზე დაფინანსების გასაგრძელებლად აუცილებელია ყოველწლიური რეგისტრაციის გავლა.

3)   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ოჯახის წევრი სტუდენტების სემესტრული სწავლის საფასურის (სრული ან ნაწილობრივი) დაფინანსებას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შესაბამისი კატეგორიის სტუდენტებმა სამინისტროში ყოველსემესტრულად წარადგინონ მოთხოვნა, საჭირო დოკუმენტების თანხლებით. დოკუმენტების ჩამონათვალისა და საბუთების წარდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

4)  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ახორციელებს ვეტერანების ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის საფასურის დარჩენილი ოდენობის სემესტრულ დაფინანსებას, სასწავლო წელზე მაქსიმუმ 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით. რაც გულისხმობს, დაფინანსებაზე მოთხოვნის წარდგენის დროისათვის სტუდენტის მიერ დასაფარი (და არა სრული) სწავლის საფასურის დაფინანსებას. დაფინანსების მისაღებად საჭიროა შესაბამისი კატეგორიის სტუდენტებმა სამსახურს ყოველსემესტრულად წარუდგინონ მოთხოვნა, საჭირო დოკუმენტების თანხლებით. დოკუმენტების ჩამონათვალისა და საბუთების წარდგენის ვადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

გაითვალისწინეთ: თუკი თქვენი ოჯახის წევრი არის ვეტერანი და ამვდროულად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, დაფინანსების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ორივე სტრუქტურას.

5)  სოციალურად დაუცველმა და/ან წარმატებულმა სტუდენტებმა, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა და შშმ პირებმა, სწავლის საფასურის დაფინანსების თხოვნით, შეგიძლიათ მიმართოთ თბილისისა და სხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების (რუსთავის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ყაზბეგის და ა.შ.) მერიებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს („მაკი“,  „აგროჰაბი“, „ევოლუშენ ჯორჯია“ და ა.შ.).
დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.

6)  ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლის საფასურის ყოველსემესტრულ დაფინანსებას ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში (SOCAR). დაფინანსების მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ დამფინანსებლის მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების კრიტერიუმებს და სოკარის მიერ გამოცხადებულ პერიოდში ყოველსემესტრულად დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პორტალზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სოკარის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე შესაბამის ინფორმაციას ამზადებს და აწვდის უნივერსიტეტი. სტუდენტების მიერ დამატებითი დოკუმენტების უნივერსიტეტიდან გატანა საჭირო არ არის. დაფინანსებულ სტუდენტებს, განცხადებით მომართვის გარეშე, მომდევნო სემესტრში არ შეგეზღუდებათ „არგუსი“ და დაუბრკოლებლად შეძლებთ სასწავლო პროცესში ჩართვას.
დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.

7)  ეთნიკურად სომეხი სტუდენტების სწავლის საფასურის ყოველსემესტრულ დაფინანსებას ახორციელებს სომხეთის საგანმანათლებლო ფონდი. დაფინანსების მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ დამფინანსებლის მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების კრიტერიუმებს და სემესტრის დასაწყისში შესაბამისი დოკუმენტები გადააგზავნოთ ფონდის ელექტრონულ ფოსტაზე.
დეტალებისთვის მიმართეთ დამფინანსებელს.

სტუდენტებს, რომლებიც ელოდებიან სწავლის საფასურის დაფინანსებას სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და უნივერსიტეტი სტუდენტის ან თავად დამფინანსებლისაგან მიიღებს ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, დაფინანსების საკითხის განხილვამდე გადაეწევათ შესაბამისი სემესტრის საფასურის გადახდის ვადა. ამ პერიოდში სტუდენტს არ ეზღუდება წვდომა „არგუსზე“ და დაუბრკოლებლად ერთვება სასწავლო პროცესში. სტუდენტი ვალდებულია სრულად დაფაროს სწავლის საფასურის დავალიანება, თუკი ვერ მიიღებს დაფინანსებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები