ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინფორმაცია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

დასაქმების თვე ილიაუნიში – ინფორმაცია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ღონისძიებები

მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე გაიმართება.

1-დან 31 მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმების თვის ფარგლებში ჩატარდება:

  • პროფილური დასაქმების ფორუმების სერია; 
  • დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული ვორკშოპები, ტრენინგები და შეხვედრები.

მარტში 100-მდე ორგანიზაცია თქვენთვის გამართავს შეხვედრებს, რომლებზეც გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია, რა მოთხოვნები არსებობს დასაქმების ბაზარზე დღეს, როგორ შეადგინოთ სამოტივაციო წერილი, რეზიუმე და წარმოაჩინოთ თავი გასაუბრებაზე.

ამჟამად მიმდინარეობს დამსაქმებლების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 22 თებერვლამდე გაგრძელდება. განახლებული ინფორმაცია თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობებისა და ფორუმების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ბმულზე: https://bit.ly/2TTETzH

დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და ფორუმებში მონაწილეობის მისაღებად, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს ამა წლის 22 თებერვლისა.

რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს: https://goo.gl/oEwd1u


საკონტაქტო ინფორმაცია

➳ F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
☏ (+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ uni-jobs@iliauni.edu.ge

ბანერები