ილიაუნის სამშვიდობო განათლების სტუდენტური კლუბი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების სტუდენტური კლუბი დაარსდა 2025 წელს ილიაუნისა და Erasmus+ პროექტის PeaceEdu მხარდაჭერით. კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც ეფუძნება სამშვიდობო განათლების, თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებს.
კლუბის საქმიანობის მიმართულებები:
- საჯარო ლექციების, დისკუსიებისა და თემატური შეხვედრების ორგანიზება;
- შემოქმედებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები სამშვიდობო განათლების, კონფლიქტების მართვისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
კლუბი წევრებს სთავაზობს:
- შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ შეხვედრებში, დისკუსიებში, ღონისძიებებსა და მათ დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- სივრცეს თავისუფალი აზროვნებისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის;
- საერთო საქმის გარშემო თანამოაზრეების პოვნის შესაძლებლობას და პროექტებზე გუნდურ მუშაობას.
- კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი სტუდენტი, რომელსაც აინტერესებს კლუბის მუშაობა და სურს აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის საქმიანობაში.
გაწევრიანება ხდება ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.
გაწევრიანება:
კლუბის პრეზიდენტი ანა ზღუდაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 568 412 587
ელფოსტა: peaceedu.studentsclub@iliauni.edu.ge