ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გარეშე პირთა მოწვევისა და ღონისძიების გამართვის წესი
პირმა, რომელსაც სურს, უნივერსიტეტში გამართოს ღონისძიება ან მოიწვიოს სტუმარი, უნდა დაწეროს განცხადება რექტორის სახელზე ღონისძიების გამართვამდე ერთი კვირით ადრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5) ან გააგზავნოს ელფოსტაზე: info@iliauni.edu.ge.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ღონისძიების შინაარსი/თემატიკა, მოწვეული სტუმრის სახელი და გვარი, რა ტიპის აუდიტორიასა და ფართზე იქნება გათვლილი ღონისძიება, დამსწრეთა სავარაუდო რაოდენობა და განმცხადებლის სრული რეკვიზიტები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუშვებელია ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელიც ეწინააღმდეგება აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლების პრინციპებს; არის დისკრიმინაციული და ლახავს რომელიმე პირის ან ჯგუფის უფლებებს განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. ასევე დაუშვებელია აკადემიური პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პოლიტიკური აგიტაცია, რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი.
იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გარეშე პირთა მოწვევისა და ღონისძიების გამართვის წესი