ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გერმანული ენის სტუდენტური კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის სტუდენტური კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის სტუდენტური კლუბი ხელს უწყობს ილიაუნის სტუდენტებს, უკეთ გაეცნონ გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურას. კლუბის მიერ ორგანიზებული პროექტების მიზანია საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და კულტურული გამოცდილების გაზიარება.

კლუბის მიზნები

  • გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გერმანული ენის ცოდნის გაღრმავება;
  • საჯარო ლექციების, დისკუსიების, კინოჩვენებების, პოეზიის დღისა და ვორკშოპების გერმანულ ენაზე ორგანიზება;
  • არაფორმალური გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობის გაღრმავებას.

კლუბში გაწევრიანების წესები

გაწევრიანება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც ქართულენოვანი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს.

საკმარისია, მსურველმა შეავსოს მოკლე სარეგისტრაციო ფორმა ან მიმართოს საკონტაქტო პირებს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტა:  D_Studentenclub@iliauni.edu.ge   
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/share/1BCnh5NVg1/?mibextid=wwXIfr

 

ბანერები