ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

GameLab

კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორია

საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების, ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 3 საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული, რომელზეც, საერთო ჯამში, 1.816.000 ლარი გამოიყო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2 განაცხადი წარადგინა და ორივე დაკმაყოფილდა. შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FABLAB ILIAUNI) საინჟინრო მიმართულებით და კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორია (GAMELAB ILIAUNI).

კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორია განთავსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსში. ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდა თაობა კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელი შეუწყოს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას. ლაბორატორია ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის დასაქმებაზე.

კომპიუტერული თამაშების მიმართულებით ინოვაციების ლაბორატორიის შესაქმნელად გამარჯვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და StortBringer Studio-ს (პროფესიონალთა გუნდით დაკოპლექტებული კომპანია ესტონეთში) ერთობლივმა განაცხადმა მოიპოვა.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Gamelab Iliauni-ს ვებგვერდს: http://gamelab.iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები