ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასაქმების კვირეული ილიაუნიში

დასაქმების კვირეული ილიაუნიში

ახალი ამბები

1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში

  • 1-დან  15 ნოემბრის ჩათვლით 60-ზე მეტი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ხელმძღვანელი პირები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან, გამართავენ პრეზენტაციებს და გააცნობენ მათ  ორგანიზაციის დასაქმების პოლიტიკას, მოთხოვნებსა და სტანდარტებს; ამავე პერიოდში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორები სტუდენტებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს გასაუბრების ტექნიკაზე, ეფექტური CV-ის შედგენასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც მათ დასაქმებას გაუადვილებს;
  • 16-17 ნოემბერს კი  წლის შემაჯამებელი, ორდღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება, სადაც კომპანიები აქტიურ ვაკანსიებს, სტაჟირების პროგრამებს შესთავაზებენ სტუდენტებს.

სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები