ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტური კლუბი
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სტუდენტური კლუბი დაარსდა 2023 წლის დასასრულს. კლუბში გაწევრიანება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.
კლუბის მიზანია:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ან დაინტერესებული პირების ცოდნის გაღრმავება ელექტრონული ინჟინერიის შესახებ;
- მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე ძველი ხელსაწყო-გაჯეტების გაუმჯობესება და ახლის დაპროექტება-დამზადება;
- უნივერსიტეტის ინჟინერიის შესასწავლი დანადგარების ოპტიმალური გამოყენება, დამზადებული მოწყობილობების შეკეთება ან, თუ შეკეთებას არ ექვემდებარება, მათი დაშლა და ნაწილების ხელახლა გამოყენება.
ამოცანები და აქტივობები:
- შერჩეულ დროს კლუბში შეხვედრის ორგანიზება, რომელზეც განხილული იქნება კლუბის მიზნები და ამოცანები. კლუბის წევრები შეძლებენ ერთმანეთის გაცნობას, საერთო საკითხების განხილვას. ხმის მიცემით შედგება სემესტრის ძირითადი სამოქმედო გეგმა, რომლის მოდიფიცირება შესაძლებელი იქნება სასწავლო წლის განმავლობაში.
- კვირაში ორჯერ შეხვედრების ორგანიზება, რომლებზეც კლუბის წევრები პირველ შეხვედრაზე შედგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით შეისწავლიან ელექტრონული ინჟინერიის შესასწავლ აპარატურას, აიღებენ ექსპერიმენტულ ანათვლებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას და იმუშავებენ ხელსაწყო-გაჯეტებზე.
- უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის შესასწავლი აპარატურის მართებული გამოყენება და მათი კლასიფიკაცია სამ კატეგორიად (მუშა, შეკეთებადი და შეუკეთებადი). მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილება აპარატურის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კლუბში გაწევრიანება და კრიტერიუმები:
- კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს;
- ინგლისურ ენას უნდა ფლობდნენ B1,B2 დონეზე;
- ამოცანებზე სამუშაოდ უნდა ფლობდნენ ალგებრის ძირითად საფუძვლებსა და ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის რიცხვებზე მუშაობის უნარი (ნამდვილი, ირაციონალური, რაციონალური რიცხვები და ა.შ.).
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კლუბში გასაწევრიანებლად დაგვიკავშირდით
ელფოსტაზე: giorgi.archaia.3@iliauni.edu.ge