ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის შესახებ

დისტანციური სწავლების განვითარებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრი

დისტანციური სწავლების განვითარებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომლის მიზანია უნივერსიტეტში ეთიკური, სამართლიანი და ინკლუზიური აკადემიური გარემოს გაძლიერება, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების განმტკიცება და დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

ცენტრი თანამშრომლობს უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების ხარისხის განვითარებისა და ციფრული საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებისთვის; უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციისთვის ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საკონსულტაციო მომსახურების ორგანიზებას აკადემიური კეთილსინდისიერების, კვლევის ეთიკისა და დისტანციური სწავლების საკითხებზე; მონაწილეობს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტიტუციური მიდგომების განვითარებაში.

დისტანციური სწავლების განვითარებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრის დირექტორია - გიგა ხოსიტაშვილი

დისტანციური სწავლების განვითარებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრის დებულება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების წესი სტუდენტებისათვის



საკონტაქტო ინფომრაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
E 407 ოთახი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45, თბილისი, საქართველო
+995 32 222 00 09 (141)
eduintegrity@iliauni.edu.ge

ბანერები