ილიაუნის ლიტერატურის მოყვარულთა სტუდენტური კლუბი
კლუბის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის მოყვარულთა სტუდენტური კლუბი ინტელექტუალური და შემოქმედებითი სივრცეა წიგნებით, დებატების ხელოვნებითა და ლაშქრობებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და მზად არის მის საქმიანობაში მონაწილეობისთვის. კლუბის წევრები გაეცნობიან ლიტერატურას, გამართავენ დებატებს, ჩაერთვებიან შემოქმედებით და ინტელექტუალურ ღონისძიებებში, რომელთა ნაწილი ბუნებაში გაიმართება.
კლუბის მიზანი
- სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის უნარისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება ინოვაციური და ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით;
- დებატების კულტურის განვითარება;
- სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება;
- შემოქმედებითი რეფლექსიის ხელშეწყობა.
კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
- დისკუსიებისა და ინტელექტუალური დებატების ორგანიზება;
- საჯარო ლექციების გამართვა ლიტერატურაში წამოჭრილი საკითხების ან სადებატო თემის გარშემო;
- ლიტერატურული ექსპედიციების ჩატარება - საჯარო კითხვა ბუნებაში;
- განსახილველ წიგნებში აღწერილი ადგილების მონახულება ნაწარმოების კონტექსტის უკეთ გასააზრებლად;
- ერთდღიანი ლაშქრობების ორგანიზება;
- წაკითხული ნაწარმოების შესახებ შემოქმედებითი და ინტელექტუალური თამაშების ორგანიზება.
წევრების მიღების პირობები
კლუბში გაწევრიანების მსურველმა უნდა გაიაროს ორეტაპიანი შერჩევის პროცედურა: სამოტივაციო განაცხადის შევსება და გასაუბრება.
სამოტივაციო განაცხადში წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული კლუბის მიზნებისადმი ინტერესი, გამოცდილება და კლუბის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი.
პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები კლუბის დამფუძნებლებთან გაივლიან გასაუბრებას კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების უნარებისა და კლუბის ფორმატთან შესაბამისობის შესაფასებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია