ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის ფსიქოლოგთა სტუდენტური კლუბი

ილიაუნის ფსიქოლოგთა სტუდენტური კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა სტუდენტური კლუბი შეიქმნა 2023 წლის 12 დეკემბერს. იგი მიზნად ისახავს მომავალი კოლეგების გაერთიანებას, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის ფსიქოლოგიის სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარგის შინაარსისა და მის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას.

აღნიშნული კლუბი წევრებს სთავაზობს საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალებას როგორც გასართობი აქტივობების მიმდინარეობისას, როგორიცაა: დებატები, შეხვედრები,  ჯგუფური ამოცანების შესრულება და სხვა, ასევე უშუალოდ პროექტების დაგეგმვასა და წარმართვაში მონაწილეობით.

კლუბის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს:

  • საჯარო გამოსვლები;
  • კარიერის დაგეგმვა;
  • ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა;
  • ფსიქოლოგიის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების გაზიარება;
  • სასარგებლო ვიდეო და ტექსტური მასალების მომზადება და საჯაროდ გაზიარება ფსიქოლოგიით დაინტერესბული ყველა პირისათვის.

 

ბანერები