ილიაუნის რობოტიკის სტუდენტური კლუბი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რობოტიკის სტუდენტური კლუბი აერთიანებს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც გუნდური მუშაობით ქმნიან პრაქტიკულ პროექტებს, პროტოტიპებსა და რობოტებს.
კლუბის მიზანია სტუდენტთა ტექნიკური პოტენციალის განვითარება და რობოტიკის, ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაცია, STEM კულტურის განვითარება.
კლუბი ხელს უწყობს სტუდენტებს რობოტიკის, პროგრამირებისა და ტექნიკური დიზაინის სფეროს პრაქტიკული უნარების განვითარებაში, რეალურ პროექტებზე მუშაობასა და გამოცდილების შეძენაში. ქმნის სივრცეს, სადაც წევრები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, თანამშრომლობენ და იდეებს რეალობად აქცევენ.
კლუბის საქმიანობა
- რობოტიკის, ინჟინერიისა და პროგრამირების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება;
- სტუდენტური კვლევითი და საინჟინრო ინიციატივების მხარდაჭერა უნივერსიტეტში;
- უნივერსიტეტის ტექნიკური რესურსებისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა;
- ვორკშოპების, ჰაკათონებისა და ტექნიკურ შეჯიბრებათა ორგანიზება;
- სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება ტექნოლოგიური პროექტების მიმართულებით.
ამოცანები და სამუშაო პროცესი
კლუბში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც წევრები განიხილავენ იდეებს, დაგეგმავენ პროექტებს და იმუშავებენ სემესტრის სამოქმედო გეგმაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ თანამოაზრეები, ჩაერთონ გუნდურ პროექტებში და შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება.
კლუბში გაწევრიანება
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების მოქმედ და ყოფილ სტუდენტებს. მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ კლუბის წარმომადგენლებს, შემდეგ გაივლიან შერჩევის პროცესს და გაწევრიანდებიან.