დასაქმების კვირეული ილიაუნიში - ინფორმაცია სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი გაიმართება.
კვირეულში მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი ორგანიზაცია (რეგისტრაციის პროცესი ორგანიზაციებისთვის 25 ოქტომბრამდე იწარმოებს), რომლებსაც აქტიური ვაკანსიები და სტაჟირების პროგრამები ექნებათ წარმოდგენილი. ინფორმაციას რეგისტრირებულ კომპანიებზე დროდადრო მოგაწვდით.
კვირეულის ფარგლებში:
- 1-იდან 15 ნოემბრის ჩათვლით 60-ზე მეტი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ხელმძღვანელი პირები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან, გამართავენ პრეზენტაციებს და გააცნობენ მათ ორგანიზაციაში არსებულ დასაქმების პოლიტიკას, მოთხოვნებსა და სტანდარტებს; ამავე პერიოდში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორები სტუდენტებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს გასაუბრების ტექნიკაზე, ეფექტური CV-ის შედგენასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც მათ დასაქმებას გაუადვილებს;
- 16-17 ნოემბერს კი წლის შემაჯამებელი ორდღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება, სადაც კომპანიები აქტიურ ვაკანსიებს, სტაჟირების პროგრამებს შესთავაზებენ სტუდენტებს.
თუ გსურს დასაქმების ფორუმში მონაწილეობა და დასაქმების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მეილზე მიღება, ამა წლის 29 ოქტომბრამდე შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.
- სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიჰყევი ბმულს: https://goo.gl/forms/0BFokWoqh6Pqg3cl2
საკონტაქტო ინფორმაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge