ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სტუდენტური კლუბი „სტუდნეტური კაპელა“

ილიაუნის სტუდენტური კლუბი „სტუდენტური კაპელა“

ილიაუნის სტუდენტურ მომღერალთა გუნდი დაარსდა 2022 წლის ივლისში. გუნდში ერთიანდებიან ილიაუნის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტები.

კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • აკადემიური საგუნდო მუსიკის სიმღერა (სხვადასხვა ერის, სტილის, ჟანრისა და ეპოქის საგუნდო მუსიკის თხზულებები);
  • მონაწილეობა კონცერტებში, ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა სახის ღონისძიებებში.

კლუბის მიზანი:

  • აკადემიური საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია სტუდენტთა შორის;
  • გუნდის წევრთა მუსიკალური საშემსრულებლო უნარ-ჩვევების გამოვლენა და განვითარება;
  • აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში (კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები და სხვ.);
  • ახალგაზრდა და ახალბედა კომპოზიტორ-შემსრულებლების ხელშეწყობა შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების კუთხით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: studentscapella@iliauni.edu.ge
Facebookpage: https://bit.ly/3VNTuNc
ტელ.: 574200483

ბანერები