ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არგუსი

არგუსი

არგუსი არჩევანის უზრუნველყოფის ელექტრონული სისტემაა, რომელიც სპეციალურად ილიაუნის სტუდენტებისთვის შეიქმნა და მათ სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა და ინფორმირებულობაში უწყობს ხელს.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეოტუტორიალს არგუსის ფუნქციონალისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ან იხილოთ გზამკვლევი.

არგუსს აქვს მუშაობის ორი რეჟიმი:

  • არჩევის
  • საინფორმაციო

არგუსის არჩევის რეჟიმი  გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სასწავლო კურსები. არგუსი არჩევის რეჟიმში ირთვება ყოველი სემესტრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და ჩართულია სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.

არგუსის საინფორმაციო რეჟიმი გაძლევთ შესაძლებლობას:

მიიღოთ ინფორმაცია:

  • სალექციო კურსის ელექტრონულ მასალებზე;
  • შუალედური შეფასებების, სემესტრის ბოლოს კი ყველა სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებებზე;
  • სწავლის პროცესში დაგროვილ კრედიტებზე;
  • ფინანსურ დავალიანებაზე;
  • ბიბლიოთეკის დავალიანებაზე;
  • საუნივერსიტეტო სიახლეებზე;
  • ცხრილზე;

მართოთ პირადი პროფილი:

    • შეადგინოთ რეზიუმე;
    • მოითხოვოთ რეკომენდაცია ლექტორებისაგან;
    • ნახოთ თქვენი მიმდინარე რეიტინგი;

ასევე:

    • მიიღოთ პირადი შეტყობინებები;
    • დაწეროთ და გაგზავნოთ განცხადებები;

არგუსი საინფორმაციო რეჟიმში ჩართულია მთელი წლის განმავლობაში.

არგუსის მისამართი: argus.iliauni.edu.ge 

საკონტაქტო ინფორმაცია
ირინა ბაზღაძე
argus@iliauni.edu.ge
არგუსის სისტემის ადმინისტრატორი
ოთახები: E214, E215


 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები