ილიაუნის ჩინური კულტურის სტუდენტური კლუბი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩინური კულტურის სტუდენტური კლუბი, რომელიც სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა, აერთიანებს ჩინური კულტურით, ისტორიითა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით განსაკუთრებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
კლუბის მიზანია ილიაუნის სტუდენტებს შორის ჩინური კულტურის პოპულარიზაცია, ჩინეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავება.
სტუდენტები სიღრმისეულად შეისწავლიან ჩინეთის ისტორიულ განვითარებას, ტრადიციებს, ხელოვნებას, ფილოსოფიას, დღესასწაულებსა და კულტურულ თავისებურებებს, უკეთ გაეცნობიან ჩინურ ცივილიზაციას, იმსჯელებენ საინტერესო თემებზე და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებაში.
კლუბი ორიენტირებულია მეგობრული, მრავალფეროვანი და შემეცნებითი გარემოს შექმნაზე, რათა სტუდენტებმა შეიძინონ ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და კულტურათა ტრადიციები და თავისებურებანი.
კლუბის საგანმანათლებლო საქმიანობა
- კულტურული საღამოები;
- კინოჩვენებები;
- საჯარო ლექციები;
- დისკუსიები ჩინურ კულტურასა და ისტორიაზე;
- შემეცნებითი კონკურსები;
- ისტორიულ და კულტურულ თემებზე შეხვედრები;
- პრეზენტაციები ჩინეთის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და სხვ.
ძირითადი მიმართულებები
- ჩინური კულტურა;
- ჩინეთის ისტორია;
- ჩინური ტრადიციები;
- ჩინური ცივილიზაცია;
- კულტურული მემკვიდრეობა;
- კულტურათაშორისი ურთიერთობები.