ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი

უნილაბის შესახებ

უნილაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია, თანამედროვე პროფესიებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.

უნილაბი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს სასწავლო კურსებსა და პროფესიული აქსელერაციის პროგრამას, რომელიც მათ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში ეხმარება.

უნიკურსი

უნილაბის პროექტი „უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულებს სთავაზობს ახალი ტიპის კურსებს. 

კურსი ითვალისწინებს პირისპირ და ონლან შეხვედრებს. 

უნიკურსი აერთიანებს ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტებს. კურსის ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს მათთვის მოსახერხებელ დროს შეეძლებათ. კითხვის დასმის შესაძლებლობა Google Classroom-შე შეეძლებათ. მათ შეკითხვებს უპასუხებენ მენტორები ან/და ლექტორები. კურსით  ასევე გათვალისწინებულია ვორკშოპები, რომლებზეც სტუდენტები პირისპირ შეხვდებიან კურსის ლექტორს და შექმნიან შესაბამისი მიმართულების პირველ ციფრულ პროდუქტს.

კურსების ჩამონათვალი:

  • ციფრული კომუნიკაციები 
  • Front-end (HTML, CSS)
  • Python დეველოპმენტი
  • ICT პროექტების მართვა
  • გრაფიკული დიზაინი 
  • UI/UX დიზაინი

პროფესიული აქსელერაციის პროგრამა

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ორი ურთიერთშემავსებელი კომპონენტისგან შედგება. უნილაბში შესაძლებელია თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

სწორედ ამიტომ, კურსების გავლის შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოცადონ, პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთონ და რეალურ პროექტებზე იმუშაონ.

მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში მიმართულების მენტორები და ხელმძღვანელები დაეხმარებიან. პროგრამის დასასრულს კი ისინი შექმნიან პორტფოლიოს, რომელიც დასაქმებაში დაეხმარებათ.

პროფესიული აქსელერაციის პროგრამაზე მიღება წელიწადში ორჯერ მიმდინარეობს და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • გრაფიკული დიზაინი
  • UX/UI დიზაინი
  • Python პროგრამირება
  • ციფრული კომუნიკაციები
  • Frond-End (HTML, CSS, JavaScript)
  • Frond-End (React)
  • ICT პროექტების მართვა

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით და სჭირდება პრაქტიკული გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის  

infounilab@iliauni.edu.ge 
https://www.facebook.com/UniLabEdu
https://unilab.iliauni.edu.ge

ბანერები