ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრალური კლუბი
აღწერა:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრალური კლუბი წარმოადგენს თეატრითა და ხელოვნების სხვა დარგებით (მუსიკა, დიზაინი, შემოქმედებითი წერა ან სხვ.) დაინტერესებულ სტუდენტთა გაერთიანებას. კლუბი ხელს უწყობს სტუდენტთა შემოქმედებითი ინტერესებისა და უნარების განვითარებას. კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში, მონაწილეობა მიიღონ სასცენო დადგმებში მათთვის საინტერესო პოზიციებზე და მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.
მიზნები:
- სტუდენტების შემოქმედებითი უნარების განვითარება
- თეატრალური ინტერესებით გაერთიანებულ სტუდენტთა უკეთ სოციალიზაცია
- სტუდენტებისთვის შემოქმედებით სივრცეზე წვდომა
- სტუდენტური სხეულის შემოქმედებითად გამოცოცხლება
- ჯანსაღი და აქტიური სტუდენტური გარემოს ხელშეწყობა
- სტუდენტებისთვის გამოცდილ ინსტრუქტორებთან, რეჟისორებსა და არტისტებთან ინტერაქციის შესაძლებლობის მიცემა
შემოგვიერთდით და გამოცადეთ შესაძლებლობები!
საკონტაქტო ინფორმაცია:
mariam.mikeladze.6@iliauni.edu.ge