ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეატრი

ილიაუნის თეატრი

ილიაუნის თეატრი 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე და ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია.

ილიაუნის თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების ძირითადი და მეორადი პროგრამის სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია, თუმცა აქ ხშირად ხორციელდება სხვა პროფესიული და ახალგაზრდული თეატრალური პროექტები. სცენა ხშირად მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსადმი მიძღვნილ მასტერკლასებს და სტუდენტურ ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, კონცერტებს, პრეზენტაციებს და ა.შ.

ილიაუნის თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით მონაწილეობენ უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თეატრალური სეზონი სწავლის დაწყებასთან ერთად, ოქტომბრის პირველ კვირას იხსნება და ივნისის ბოლოს იხურება. აფიშა და ინფორმაცია სპექტაკლების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე

თეატრი წარმოდგენებს მართავს კვირაში ოთხჯერ: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. 

ბილეთები იყიდება როგორც თეატრის სალაროში, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია  TBC Pay-ის აპარატების საშუალებით და  ვებგვერდზე biletebi.ge.  სტუდენტები სპეციალური ფასით.  

საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ 222 00 09 (700) ან 222 16 40
222 00 09 (148) ან 229 47 15  (სალარო)
➳  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილია ჭავჭავაძის გამზ. 32) A კორპუსი (ეზო)
✉ [email protected]
დაგვიმეგობრდი ფეისბუქზე
Twitter:twitter.com/IliauniTheatre
Youtube: www.youtube.com/IliauniTheatre
www.iliaunitheatre.ge 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები