ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი

სტუდენტების დაკვალიანებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტი ჩართულობისთვის, საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული - ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი. 

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება და სტუდენტური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ;
  • სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა (დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ვაკანსიებზე ინფორმაციის მიწოდება);
  • გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება;
  • სპორტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების რეგისტრაცია და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფლება-მოვალეობების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი: კახა კაპანაძე

 

საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 032 2 22 00 09 (270)

✉ student.affairs@iliauni.edu.ge

➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F105 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები