ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

სოციალური პროგრამის ფარგლებში სასწავლო/სამაგისტრო გრანტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან იწყება.

სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მიღების პირობებს, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე:http://socreg.mes.gov.ge

განაცხადის წარდგენის ვადები:

  • ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის – 2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით
  • მაგისტრატურის სტუდენტებისთვის – 2026 წლის 28 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის №3 დადგენილებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნებიან.

სტუდენტთა კატეგორიების, წარსადგენი დოკუმენტებისა და განაცხადის წარდგენის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებშიhttps://mes.gov.ge/content.php?id=4231&lang=geo&csrt=5437745576961905115

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ სტუდენტი ერთდროულად რამდენიმე სოციალურ კატეგორიას აკმაყოფილებს, მიზანშეწონილია განაცხადი წარადგინოს ყველა შესაბამისი კატეგორიის მიხედვით.

2026

ბანერები