ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

პროექტი BOOSTER

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. კარიერული განვითარების სერვისების ფარგლებში დეპარტამენტი ახორციელებს ისეთ პროექტებსა და აქტივობებს, როგორებიცაა: მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე და პროფილური დასაქმების ფორუმების სერია, UNIJOBS დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, შეხვედრები დამსაქმებლებთან, ტრენინგები და კონსულტაციები კარიერული განვითარებისთვის და სხვ. (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული).

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც სოციალური დისტანცირება ყოველი ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის გუნდმა შეიმუშავა პროექტი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს კარიერული განვითარების დისტანციურ სერვისებს. პროექტი აერთიანებს ილიაუნის სტუდენტებისთვის ეპიდსიტუაციამდე არსებულ ყველა სერვისს და პასუხობს თანამედროვეობის მნიშვნელოვან გამოწვევებსაც. პროექტი, რომლის სახელწოდებაა BOOSTER, ორი ნაწილისგან შედგება:

  • BOOSTER კარიერული განვითარების აქსელერატორიპროექტის მიზანია, განავითაროს დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი უნარები (4C) კოლაბორაცია, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, შემოქმედებითობა და სხვ., სამუშაოს მაღალ დონეზე შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც სტუდენტებს დამსაქმებელთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპისთვის მომზადებაში დაეხმარება. პროექტი ხორციელდება ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრთან ერთად. ვრცლად: https://bit.ly/3cpbjfn

  • Booster Talks– გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედი კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირების ონლაინრეჟიმში შეხვედრებსა და ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა – ორგანიზაციის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. შრომის ბაზარზე არსებული ცვლილებები, ყველაზე მოთხოვნადი უნარები და განვითარების შესაძლებლობები. ვრცლად: https://bit.ly/35JaDie

 _______________________________________________________________________________

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

Student.affairs@iliauni.edu.ge ან Uni-jobs@iliauni.edu.ge

შეკითხვებით შეგიძლიათ ასევე მოგვმართოთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ბანერები