ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

UNIJOBS –დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

UNIJOBS –დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ხორციელდება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა – UNIJOBS.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ის დახმარებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ბაზაზე მიმდინარეობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის ხარჯზე იფილტრება ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები, დასაქმებასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები და აპლიკანტებს ყოველდღიურად პროფილის მიხედვით ეგზავნებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მითითებულ ელფოსტის მისამართზე.

თუ დაინტერესებული ხართ სწავლის პარალელურად დასაქმებით ან სწავლა დაასრულეთ და სამსახურს ეძებთ, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია აპლიკაციის საშუალებით და მიიღეთ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ვაკანსიების, სტაჟირებების, დასაქმების ფორუმების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს (სტუდენტებს და კუსრდამთავრებულებს), რომლებიც სწავლობენ ან სწავლობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნულ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გამოგიგზავნით მეილით: uni-jobs@iliauni.edu.ge.

რეგისტრაცია: http://bit.do/UNIJOBS

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

2019 წლის 1-ლი აპრილიდან მიმდინარეობს უნიჯობსის ბაზის განახლება, ამიტომ პირებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია 2016 წლიდან 2019 წლის აპრილამდე, გთხოვთ შეავსოთ განახლებული სააპლიკაციო ფორმა.


შეკითხვების ან/და სააპლიკაციო ფორმაში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები;

F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;

ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;

ელ.ფოსტა: uni-jobs@iliauni.edu.ge

ბანერები