ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლევანტის ქორების ცეკვის კლუბი

ლევანტის ქორების ცეკვის კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ლევანტის ხალხური ცეკვების კლუბი 2023 წლის 8 მაისს შეიქმნა ილიაუნის მედიცინის სკოლის სტუდენტების მიერ.

კლუბის მიზანია სტუდენტებისთვის იორდანული, პალესტინური, ლიბანური და სირიული კულტურის გაცნობა და მათთვის ტრადიციული ცეკვა „დაბკეს“ სწავლება. კლუბი სტუდენტებს სთავაზობს კულტურული თვალსაწიერის გაფართოების, საცეკვაო გამოცდილების მიღების და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას.

კლუბისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული სტუდენტთა მრავალეროვნული ჯგუფის ჩამოყალიბებას.

კლუბის ამოცანებია:

  • „დაბკეს“ საცეკვაო გაკვეთილების ჩატარება
  • ტამტამზე („დარბუკა“) დაკვრის სწავლება

ლევანტის ქორების კლუბში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმულით: https://shorturl.at/bdlGU


კლუბის წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია:
აბდულრაჰმან შაუიში
abdul.shawish.1@iliauni.edu.ge
(+995) 568 20 47 47

ბანერები