ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი
2017 წელს შეიქმნა ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი, რომელშიც გაწევრიანება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.
კლუბის მიზანია განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გამოცდილებისა და ინტერესების გაზიარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღონისძიებების (საჯარო ლექციები, შემეცნებითი ფილმები, ლექტორ-პროფესორებთან შეხვედრა, თემატური ექსკურსიები) ორგანიზება სტუდენტების ჩართულობით. იმისათვის, რომ მათი შესაძლებლობები უკვალოდ არ დაიკარგოს და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება გვქონდეს, ასეთი აქტივობები აუცილებელია, ეს შექმნის თავისუფალ გარემოს უნივერსიტეტში, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი უნარების განვითარებას. კლუბი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
კლუბში გაერთიანებული სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვა ავტორისა და აკადემიური პირის შეხედულებებს, შეძლებენ კომპეტენტურ პირებთან დისკუსიაში ჩართვას და მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კლუბის წევრებს მოსწავლეებთან ურთიერთობისა და მათთვის გამოცდილების საშუალებაც ექნებათ – სკოლებში ვიზიტი კლუბის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა.
კლუბში გაწევრიანების მსურველებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე ან მოგვწეროთ ფეისბუქგვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნინო გაბაძე
ტელ.: 598-27-14-54
students.historyclub@iliauni.edu.ge
ფეისბუქგვერდი: fb.me/studentshistoryclub