ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

BOOSTER TALKS - შეხვედრები დამსაქმებლებთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი პროექტ  BOOSTER-ის ფარგლებში გთავაზობთ ყოველკვირეული შეხვედრების სერიას  Booster Talks. 

Booster Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედი კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირების ონლაინრეჟიმში შეხვედრებსა და ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა:

  • ორგანიზაციის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
  • შრომის ბაზრის ცვლილებები;
  • თანამედროვე სამყაროში საჭირო უნარები;
  • განვითარების შესაძლებლობები. 

შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს,  15:00 საათზე, და მათზე  დარეგისტრირება შეეძლება ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს. მსურველებს საშუალება ექნებათ,  წინასწარ დაარეგისტრირონ შეკითხვები, რომელზე პასუხებსაც შეხვედრის მსვლელობისას მომხსენებელისგან მიიღებენ. შეკითხვების დასმა შეხვედრის დროსაც იქნება შესაძლებელი. 

შეხვედრების განრიგი და მომხსენებლები:

15 მაისი, პარასკევი: ალექსანდრე ხუბულავა, დასაქმების პორტალ JOBS.GE-ს დირექტორი

19 მაისი, სამშაბათი: სალომე კიღურაძე, კომპანია KPMG-ს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. 

26 მაისი, სამშაბათი: არჩილ სუმბაძე, ბაქსვუდის სკოლის დირექტორი

შეხვედრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ეტაპობრივად გამოაქვეყნებს. 


ბანერები