განაცხადების მიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიებზე
ახალი ამბები
ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაღრმავებისა და აფხაზური თემატიკის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას, ასევე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიები.
სტიპენდიების მოპოვება შეუძლიათ სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის №317/ძ ბრძანებით 18 ივნისს განისაზღვრა ვადები იმ სტუდენტთა წარსადგენად, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკომენდაციით აპირებენ სახელობითი სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობას.
განაცხადების მიღების ვადები:
- დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია − 2025 წლის 1-დან 31 ივლისის ჩათვლით;
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია − 2025 წლის 1-ელი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართები
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი arts_sciences@iliauni.edu.ge
- სამართლის სკოლა lawfaculty@iliauni.edu.ge
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი sciences_medicine@iliauni.edu.ge
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი bte@iliauni.edu.ge
2025