ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები

ახალგაზრდებს შორის აფხაზეთის მიმართ ინტერესისა და თემის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებულია აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.

სტიპენდიიის მოპოვება შეუძლიათ განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს); მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში; გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი; არიან საზოგადოებრივად აქტიურები. 

სტიპენდიას, თვეში 200 ლარს,  სტუდენტები მიიღებენ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, რაზეც ინფორმაციას გაცნობებებთ მოგვიანებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი.

2025 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები