საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის პროგრამა

მედიცინის პროგრამა

სწავლების ენა: ინგლისური 

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 360 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი

მისაღები კონტიგენტი: 12

კოდი NAEC ცნობარში: 0100117

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ შემუშავებულია საქართველოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის გათვალისწინებით და „სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის“ (WFME) სამედიცინო განათლების სტანდარტებზე დაყრდობით. პროგრამა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნით და კომპეტენციებით აღჭურვილი კვალიფიციური მედიკოსის მომზადებას, რომელიც კონკურენტული იქნება საერთაშორისო დონეზე და შეძლებს ეფექტურ მუშაობას ჯანდაცვის სფეროში, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში.

პროგრამაში სწავლების ენა - ინგლისურია. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე, რაც სტუდენტებსა და ლექტორებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გამოიყენონ თანამედროვე ინგლისურენოვანი სასწავლო რესურსი, გაიზიარონ დარგის უახლესი მიღწევები და გამოცდილება.

უნივერსიტეტის მფლობელობაშია კეთილმოწყობილი აუდიტორიები და კომპიუტერული კლასები, კომპიუტერული სასწავლო პროგრამები, სასწავლო ლაბორატორიები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ბაზები, არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა „არგუსი“, უნივერსიტეტის სამეცნიერო (მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტი) და პარტნიორი ორგანიზაციების ბაზები კლინიკურ-პრაქტიკული და სამეცნიერო უნარების განვითარებისა და განმტკიცებისათვის.

კლინიკური და სამეცნიერო პრაქტიკის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის:

  • “სამედიცინო კორპორაცია ევექსი”;
  • „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“;
  • თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა;
  • მედი ქლაბ ჯორჯია;
  • სამედიცინო ცენტრი ინოვა;
  • ავერსის კლინიკა;
  • ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი;
  • დ. გაგუას კლინიკა;
  • საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი;
  • წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო;
  • და სხვა

პროგრამის მიზანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური, თანამედროვე მიდგომებისადმი ღია და შესაბამისი კომპეტენციებით, ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი დიპლომირებული მედიკოსები, რომლებიც უპასუხებენ სფეროს ხვალინდელი დღის გლობალურ გამოწვევებს და იქნებიან კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროგრამის კურსდამთავრებული დიპლომირებული მედიკოსები შეძლებენ დიპლომისშემდგომი სწავლის გაგრძელებას, დასაქმებას უმცროს ექიმად ან/და პედაგოგიურ საქმიანობას.

სწავლების ძირითადი მიმართულებები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საბაკალავრო პროგრამა ძირითადი მასალის გარდა მოიცავს სიმულაციური კლინიკური უნარ-ჩვევების კურსებსა და სამეცნიერო უნარ-ჩვევების კომპონენტებს.

სწავლის შედეგები    

  • ბიოსამედიცინო მეცნიერებების ფუნდამენტური ცოდნის გამოყენებით შეეძლება ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების და მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა.
  • კლინიკური მეცნიერებებისა და დარგის ფუნდამენტური პრინციპების ცოდნის საფუძველზე შეეძლება კლინიკური შემთხვევების შეფასება, პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა, დიაგნოზის დასმა და მდგომარეობის მართვა.
  • ქცევითი და ფსიქო-სოციალური მეცნიერებების საფუძვლების ცოდნის გამოყენებით შეეძლება დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება.
  • ექნება სამედიცინო პრაქტიკაში და სამეცნიერო კვლევაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის და კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი.
  • ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობისთვის შეეძლება დაავადების პრევენციული და ჯანმრთელობის ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელებასაზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით.
  • შეეძლება სამეცნიერო და კლინიკურ პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება.
  • ექნება ეფექტური კომუნიკციის უნარი პაციენტთან, ოჯახის წევრთან, კოლეგებსა და სხვა დაინტერესებულ პირთან.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით ექნება სამედიცინო ინფორმაციის მიღების, ანალიზის და გავრცელების უნარი.
  • შეეძლება კონკრეტული ლაბორატორიული და სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.
  • ექნება პროფესიონალიზმის დემონსტრირების უნარი.

სწავლის მეთოდები

პროგრამით დასახული მიზნების მისაღწევად სწავლება-სწავლის პროცესში გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • ლექცია
  • სემინარი
  • პრაქტიკული მეცადინეობა
  • კლინიკური მუშაობა - კლინიკური მუშაობის განხორციელებაში ჩართულია სამი მხარე: უნივერსიტეტი, სტუდენტი და პრაქტიკის ობიექტი - კლინიკა/სამედიცინო ბაზა/კლინიკური უნარების ცენტრი.
  • შებრუნებული სწავლების მეთოდი (Flipped learning) - ამ დროს სტუდენტი თავად ადგენს ახალი მასალის ათვისების დროს და სიხშირეს. ხოლო სააუდიტორიო შეხვედრების დროს ხდება ათვისებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და კლინიკური უნარების გაუმჯობესება.
  • ქეისზე დაფუძნებული სწავლება (CBL)
  • კლინიკურ გარემოში სწავლება (Bedside Teaching) - სწავლების ინტერაქციული მეთოდია, რომელიც ტარდება კლინიკაში, უშუალოდ პაციენტის საწოლთან. სტუდენტების მცირე ჯგუფი კლინიკაში პაციენტის თანხმობით ასრულებს კლინიკურ დავალებებს ლექტორის დაკვირვების ქვეშ.
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (პდს) (Problem Based Learning)
  • კვლევითი პროექტი
  • პრეზენტაცია
  • ხელმძღვანელთან კონსულტაცია

დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სწავლების მესამე საფეხურზე დოქტორანტურაში.

კურსდამთავრებულს უფლება აქვს გაიაროს რეზიდენტურის (ან უცხოეთში შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეზიდენტურასთან გათანაბრებული სწავლება) კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება (საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მ.17).

პროგრამისკურსდამთავრებულს  შეუძლია:

➢  დასაქმდეს  უმცროს ექიმად ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან და სამედიცინო მომსახურებასთან;

➢  განახორციელოს პედაგოგიური და კვლევითი საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში და/ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სხვადასხვა ჰოსპიტალი და ა. შ.);

➢  რეზიდენტურის (ან უცხოეთში შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეზიდენტურასთან გათანაბრებული სწავლების) კურსისა და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება შესაბამისი სახელმწიფოს მოთხოვნების გათვალისწინებით;

➢  დასაქმდეს ნაციონალურ და საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებში და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრებში;

➢ დასაქმდეს სამედიცინო და ჯანდაცვითი დაწესებულების მართვის რგოლებში.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 360 ECTS კრედიტი (მათ შორის სპეციალობის კურსები - 346 კრედიტი). 

სულ 360 ECTS კრედიტი
(მათ შორის სპეციალობის კურსები 346 ECTS კრედიტი)
სავალდებულო: 332 ECTS კრედიტი  
მათ შორის: არჩევითი:
კლინიკური უნარ-ჩვევები (სიმულაციურ ცენტრში): სამეცნიერო უნარ-ჩვევები: 28 ECTS კრედიტი
13 ECTS კრედიტი 22 ECTS კრედიტი  


ჩასაბარებელი გამოცდები

სავალდებულო საგნები

  • უცხო ენა (ინგლისური)
  • ბიოლოგია
  • ქართული

არჩევითი-სავალდებულო საგნები

  • ქიმია /მათემატიკა/ფიზიკა

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები