სურსათის მეცნიერება
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სურსათის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (The Degree of Master of Food Science)
მოკლე აღწერა:
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი სურსათის მეცნიერების დარგში, რომელსაც ექნება სისტემური ცოდნა სასურსათო პროდუქტების ქიმიური შემადგენლობის, ლაბორატორიული ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიების, პროდუქტების ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური უვნებლობის შესახებ; კურსდამთავრებული შეძლებს საწარმოში პროდუქტების დამუშავების, ხარისხის კონტროლის და უვნებლობის პროცესების ეფექტურობის განსაზღვრას და სურსათის მეცნიერების მიმართულებით თანამედროვე კომპლექსური პრობლემების შესწავლას კვლევის უახლესი მეთოდების გამოყენებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
მაგისტრატურაში მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის საფუძველზე.
გამოცდაზე ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას, ბიოქიმიის, ზოგადი ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების საფუძვლების ცოდნას. ასევე მოწმდება სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენცია (მინიმუმ B1 დონეზე).
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს სასურველია (არა სავალდებულო) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია ზუსტ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მედიცინასა და მომიჯნავე სფეროებში.
დასაქმების სფეროები:
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
- საკვები პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელ საწარმოებში, საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და დაავადებათა კონტროლის დაწესებულებებში;
- საკვები პროდუქტების ხარისხის მაკონტროლებელ სტრუქტრებში, სტანდარტების შემუშავებაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებში;
- პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
✉sciences_medicine@iliauni.edu.ge