ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
- მეცნიერების მაგისტრი ატმოსფერულ მეცნიერებებში (ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტი, თბილისი, საქართველო)
- ორმაგი ხარისხის მინიჭების შემთხვევაში,შესაძლებელია შემდეგი ხარისხის მინიჭებაც:
- დედამიწისა და პლანეტების, გარემოს მეცნიერებების მაგისტრი (კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი)
- მეცნიერებათა მაგისტრი მეტეოროლოგიაში (იოჰან გუტენბერგის მაინცის უნივერსიტეტი, მაინცი, გერმანია)
მოკლე აღწერა:
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ახალი თაობის მკვლევარი, რომელსაც:
- ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა ატმოსფერული და ახლო კოსმოსის მეცნიერებების შესახებ;
- შეძლებს ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის დაკვირვებითი ან/და თეორიული კვლევების რელევანტური მეთოდების, მონაცემთა ბაზებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში;
- იმუშავებს თანამედროვე აპარატურასთან, მათ შორის ისეთთან, რომელიც გამოიყენება გლობალური მონიტორინგის ქსელებში.
პროგრამის კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იქნება როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკის, ასტრონომიის, მათემატიკის, დედამიწის შემსწავლელი მეცნირებების ან კომპიუტერული მეცნიერებების დარგში.
საქართველოს მოქალაქეს მაგისტრატურაში იღებენ საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ. უცხო ქვეყნის მოქალაქე აპლიკანტი, რომელმაც განათლება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიიღო, ჩაირიცხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (http://www.mes.gov.ge/content.php?id=1131&lang=geo) №224/N ბრძანების შესაბამისად (29 დეკემბერი, 2011).
ყველა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კვალიფიკაციის დასადასტურებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო ენის სერტიფიკატი (სერტიფიკატებისა და მინიმალური ქულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ). ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის ან კოლეჯის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ წინა საფეხურზე სწავლების ენა იყო ინგლისური. გ) ინგლისური ენის შემსწავლელი ადგილობრივი ან საერთაშორისო ცენტრის (მაგ. ენების სკოლა) მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის მინიმუმ B2 დონის შესაბამის ენობრივ კომპეტენციას ენის კურსის დასრულების შემდეგ.
ან ჩააბაროს ინგლისური ენის საუნივერსიტეტო ინსტიტუციური გამოცდა/ ონლაინტესტი, რომელიც შეესაბამება CEFR-ის B2 დონეს
შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომელთა მშობლიური ენა ინგლისურია ან რომელთაც დაასრულეს ინგლისურენოვანი საშუალო სკოლა / უნივერსიტეტი იმ ქვეყანაში, სადაც ინგლისური ოფიციალური ენაა.
ინგლისური ენის სერტიფიკატების მინიმალური ქულები:
TOEFL
- paper based PBT 513
- internet based iBT 65
- computer based CBT 183
IELTS
- Academic (Band 5.5)
Cambridge ESOL (English for Speakers of Other Languages)
- Certificate of Advanced English CAE: 160/Level B2 (also grades A/B/C)
- First Certificate in English FCE: 160/Grade C (also grades A/B)
- Business English Certificate (Higher) BEC: 45/Level B2 (also grades A/B/C)
- Business English Certificate (Vantage) BEC: 60/Grade C (also grades A/B)
- Business Language Testing Service BULATS: 60 overall
- PTE (General level 3)
- PTE Academic (59-75 points)
TELC (The European Language Certificates)
- TELC English B2: Pass
Michigan (Cambridge Michigan)
- Examination for the Certificate of Proficiency in English ECPE: Low Pass
- Examination for the Certificate of Competency in English ECCE: Pass
- Michigan English Language Assessment Battery (MELAB): B2
ყველა აპლიკანტი შემდეგ ფასდება ზეპირი გამოცდით. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აპლიკანტის მოტივაციას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, დარგობრივ საბაზისო ცოდნას, რომელიც საჭიროა პროგრამის გასავლელად.
დეტალური ინფორმაცია მიღების მოთხოვნათა შესახებ ასახულია შესაბამის დოკუმენტში და განთავსებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.iliauni.edu.ge
დასაქმების სფეროები:
პროგრამის კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს აკადემიურ სფეროში: უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში, რომლებშიც წარმოებს ატმოსფეროს, იონოსფეროს, მზე-დედამიწის კავშირების, მეტეოროლოგიის, კლიმატისა და ეკოლოგიის კვლევები როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
ასევე შეიძლება იმუშაოს სანავიგაციო სამსახურებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, მონიტორინგისა და სტატისტიკურ კვლევებში, მომიჯნავე დარგების კვლევით ცენტრებში. მას შეუძლია სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.