საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკოლოგია

ეკოლოგია

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ეკოლოგიაში (MSc in Ecology)

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური მკვლევრები ეკოლოგიის დარგში, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე და:

  • შეძლებენ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას ცხოველთა ეკოლოგიის, მცენარეთა ეკოლოგიის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით;
  • შეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებასთან;
  • აღჭურვილნი იქნებიან ანალიტიკური და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად  მიღების უნარებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

მაგისტრატურაში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისას ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას, ეკოლოგიური პრობლემების და საკითხების შესახებ ინფორმირებულობას, ზოგადი ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების საფუძვლების ცოდნას, ასევე ინგლისური ენის ცოდნას (მინ. B1), რაც აუცილებელია სასწავლო მასალის ათვისებისთვის.

მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის,  მეთევზეობის, ვეტერენარიის სფეროში, ასევვე ჯანდაცვის და ფსიქოლოგიის დარგში.

დეტალური ინფორმაცია შიდასუნივერსიტეტო გამოცდის პირობების, მოთხოვნების, შეფასების კომპონენტების და კრიტერიუმების შესახებ მოცემულია „პროგრამაზე მიღების დოკუმენტში“ და თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „მიღება”.

დასაქმების სფეროები:

ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • ბუნებრივი რესურსების დაცვასთან და რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში – ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებში, სატყეო, სათევზაო და სანადირო მეურნეობებში;
  • სამთავრობო სააგენტოებში, ეროვნულ და საერთაშორისო არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციებში;
  • ცხოველებისა და მცენარეების შენახვასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში – ზოოპარკებში, ბოტანიკურ ბაღებში, საბუნებისმეტყველო მუზეუმებში; სამეცნიერო დაწესებულებებში – უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში;

ან შეძლებს გააგრძელოს სწავლა შემდეგ საფეხურზე - დოქტორანტურაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი,  ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
sciences_medicine@iliauni.edu.ge

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები