დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მაგისტრი
მოკლე აღწერა:
სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულების მომზადება წარმატებული სამეცნიერო ან/და პროფესიული კარიერისთვის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით.
კურსდამთავრებულებს:
- ექნებათ თანამედროვე და სიღრმისეული ცოდნა დედამიწის, როგორც ერთიანი სისტემის, და მისი გეოლოგიური აგებულების შესახებ;
- შეძლებენ ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების, რისკების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და იმ ფაქტორების განსაზღვრასა და შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ დედამიწის ზედაპირსა და სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე;
- შეძლებენ თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას დედამიწის ზედაპირზე და მის სიღრმეში მიმდინარე პროცესების კვლევისთვის და შესასწავლად;
- შეძლებენ ამ დარგის შესახებ ცოდნის გაფართოებას ორიგინალური კვლევის საფუძველზე;
- შეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას როგორც სპეციალისტებთან, ასევე ფართო აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
მაგისტრატურაში მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების შესახებ საბაზო ცოდნას, ასევე ინგლისური ენის ცოდნას (მინ. B1+).
მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
დასაქმების სფეროები
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
საჯარო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა დაწესებულებებში ან ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კერძო კომპანიაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან: გეოლოგიასთან, გეოფიზიკასთან, ჰიდროლოგიასა და ჰიდროგეოლოგიასთან, საინჟინრო-გეოლოგიასთან, კლიმატოლოგიასთან, კარტოგრაფიასთან, სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-ძიებასა და მოპოვებასთან, გარემოს დაცვით მონიტორინგთან, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების (GIS) გამოყენებასთან და სხვ.
კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
✉sciences_medicine@iliauni.edu.ge