საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი გენეტიკა

გამოყენებითი გენეტიკა

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი გამოყენებით გენეტიკაში (Master of Science of Applied Genetics)

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია მოამზადოს გამოყენებითი გენეტიკის დარგის მაღალკვალიფიციური მკვლევრები, რომლებიც:

  • დნმ-ის კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეძლებენ ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო, ასევე მედიცინის სფეროში აქტუალური საკითხის შესწავლას ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დაცვით;
  • შეძლებენ მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდებით მიღებული მონაცემების სრულყოფილ დამუშავებას და შედეგების ინტერპრეტაციას დასმული ამოცანიდან გამომდინარე;
  • შეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებასთან;
  • აღჭურვილნი იქნებიან ანალიტიკური და გადაწყვეტილებების ავტონომიურად მიღების უნარით.

პროგრამა ქმნის ხელსაყრელ გარემოს გამოყენებითი გენეტიკის მიმართულებით კვლევისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, კვლევითი ლაბორატორიებისა და ინსტიტუტების (ეკოლოგიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტები) გამოყენებით და პროგრამაში ისეთ პარტნიორ ორგანიზაციასთან კოლაბორაციით, როგორც არის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

მაგისტრატურაში მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე. გამოცდისას/გასაუბრებისას ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას, ზოგადი ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საფუძვლების ცოდნას, ასევე ინგლისური ენის ცოდნას (მინ. B1 დონე).

მაგისტრატურაში სწავლის მსურველს სასურველია (არა სავალდებულო) ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებებში, გარემოს ან ფსიქოლოგიის სფეროში, ასევე დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • ეპიდემიოლოგიურ, ფარმაცევტულ, ან დაავადების კონტროლის ლაბორატორიაში;
  • კრიმინალისტურ ან სხვა ლაბორატორიაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა;
  • სხვა სამთავრობო, არასამთავრობო ან კერძო დაწესებულებაში, რომელშიც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა და მისი შედეგების ანალიზი სასოფლო მეურნეობის, კონსერვაციული ბიოლოგიის ან ეკოლოგიის დარგში;
  • კვლევით დაწესებულებებში: უნივერსიტეტში, კვლევით ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო მუზეუმში საქართველოში ან ქვეყნის გარეთ;
  • პროგრამის კურსდამთავრებულმა შეიძლება სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
sciences_medicine@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები