საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნეირომეცნიერებები

ნეირომეცნიერებები

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ნეირომეცნიერებებში (MSc in Neurosciences)

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მკვლევრები, რომლებიც მოლეკულური ბიომეცნიერებების ან ნეირომეცნიერებების დარგში ღრმა და სისტემური ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად განახორციელებენ კვლევას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დაცვით; შეძლებენ ეფექტურ სამეცნიერო კომუნიკაციას დარგის სპეციალისტებთან, იქნებიან კონკურენტუნარიანნი დასაქმების ბაზარზე და/ან სწავლის შემდგომ საფეხურზე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

მაგისტრატურაში მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის საფუძველზე.

გამოცდაზე მოწმდება სტუდენტის მოტივაცია, არჩეული კონცენტრაციის (მოლეკულური ბიოლოგია/ნეირომეცნიერება) და ასევე ზოგადი ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საფუძვლების ცოდნა; გარდა ამისა, შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს სასურველია (არა სავალდებულო) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებებში ან ჯანდაცვის სფეროში.

დასაქმების სფეროები:

ნეირომეცნიერებების მიმართულებების კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს: სამეცნიეროკვლევით დაწესებულებებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფსიქონევროლოგიური კლინიკების დიაგნოსტიკურ ცენტრებში, ფარმაცევტული კომპანიების კვლევით სექტორში ან სწავლა განაგრძოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
sciences_medicine@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები