საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფიზიკა და ასტრონომია

ფიზიკა და ასტრონომია

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი  (The Degree of Master of Physics)

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ახალი თაობის მკვლევარი, რომელსაც აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა ფიზიკის და/ან ასტრონომიის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხების, თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების შესახებ, სპეციალიზირებულია პროგრამით შემოთავაზებული ერთ-ერთი მიმართულებით (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა, თეორიული ასტროფიზიკა, კოსმოლოგია და გრავიტაცია, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა, ასტრონომია-ასტროფიზიკა, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, ბიოფიზიკა) და შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს კვლევა არჩეული მიმართულებით, რაც ქმნის წინაპირობას, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იყოს კონკურენტუნარიანი როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

მაგისტრატურაში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდების საფუძველზე. ზეპირ გამოცდაზე მოხდება როგორც ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნის შეფასება, ასევე მოტივაციის, კომუნიკაციის და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების შეფასება. ასევე შემოწმდება ინგლისური ენის დარგობრივ ცოდნას B1 დონეზე.

კონკურსში გათვალისწინებული იქნება წინა საფეხურზე სწავლის აკადემიურ მოსწრება და, არსებობის შემთხვევაში, კვლევით და/ან სამუშაო გამოცდილებას.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკაში, მათემატიკაში, ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში, ინჟინერიის და საინჟინრო საქმის სფეროში.
ინფორმაცია მისაღები გამოცდების პირობების, მოთხოვნების, შეფასების კომპონენტების და კრიტერიუმების შესახებ დეტალურად მოცემულია „პროგრამაზე მიღების დოკუმენტში“ და თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ”მიღება”.

დასაქმების სფეროები:

ფიზიკის მაგისტრს შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მომდევნო საფეხურზე - დოქტორანტურაში ან/და დასაქმდეს უნივერსიტეტში ან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,  საგანმანათლებლო პროფილის დაწესებულებებში.

მიმართულებების მიხედვით:

  • ასტრონომია-ასტროფიზიკის, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკის კონცენტრაციების კურსდამთავრებულებისთვის: ასტრონომიული ობსერვატორიები, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მონათესავე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები (იხ. www.aas.org). სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები (სადაც მოითხოვება სტატისტიკა, მონაცემთა ანალიზი და მოდელირება).
  • ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკის კონცენტრაციის კურსდამთავრებულისთვის: ატმოსფერო-იონოსფეროს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ობსერვატორიები, რეგიონალური და გლობალური კლიმატის ცვლილების შემსწავლელი მონიტორინგის ცენტრები, საჰაერო ნავიგაცია, ჰიდრომეტცენტრები.
  • ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის, კოსმოლოგიისა და გრავიტაციის, თეორიული ასტროფიზიკის კონცენტრაციების კურსდამთავრებულებისთვის: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის კვლევითი და გამოყენებითი სექტორი; ორგანიზაციები, სადაც მოითხოვება ინფორმაციის (მონაცემების) კომპიუტერული დამუშავება-მოდელირება და სტატისტიკური ანალიზი, ფიზიკის სხვა დარგები და ასევე სხვა მიმართულებებიც.
  • კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის კონცენტრაციის კურსდამთავრებულებისთვის: ფიზიკის და მონათესავე მიმართულებებით მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები, მაღალტექნოლოგიური პროფილის მასალათმცოდნეობის, ნანოელექტრონიკის და ნანოინჟინერიის კვლევითი ლაბორატორიები და ინდუსტრია;  ნანოტექნოლოგიური მიმართულების საპატენტო საქმიანობით დაკავებული სტრუქტურები; გამოთვლითი სისტემების როგორც თეორიული, ასევე IT-საინჟინრო საკითხებზე მომუშავე ლაბორატორიები და კომერციული სტრუქტურები.
  • ბიოფიზიკის მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის: ბიოსამედიცინო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებები; კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრები.

შეძენილი უნარების შედეგად, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება, ეფექტურად იმუშაოს სხვა მიმართულებითაც (ახალი ტექნოლოგიები, ანალიტიკური სამსახურები და სხვა).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
sciences_medicine@iliauni.edu.ge

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები