ეკოლოგია
ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება დარგის უახლეს მეცნიერულ მიღწევებს და სტუდენტებს აძლევს ცოდნას გარემოში ორგანიზმების ურთიერთქმედების შესახებ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დღეს დგას საზოგადოება.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკოლოგიის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა 2025 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 240 კრედიტი (ECTS) (პროგრამის ხანგრძლივობა – 8 სემესტრი (4 წელი)), რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
- ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)
- დამატებითი პროგრამა / თავისუფალი კომპონენტი (60 კრედიტი)
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 180 კრედიტი (ECTS)(პროგრამის ხანგრძლივობა – 6 სემესტრი (3 წელი), რომლებიც ნაწილდება შემდეგნაირად:
- ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)
პროგრამის შესახებ:
ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა ეკოლოგიასა და კონსერვაციულ ბიოლოგიაში და მათთან დაკავშირებულ დისციპლინებში; შეასწავლოს ეკოლოგიური კანონზომიერებები, პოპულაციების დინამიკა და მათი ურთიერთობა გარემოსთან; სტუდენტები შეძლებენ იმსჯელონ გარემოსდაცვით პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასწავლო გარემოსა და საველე ბაზების დახმარებით გამოიმუშაონ ლაბორატორიული და საველე მუშაობის უნარ-ჩვევები, რომლებიც დასჭირდებათ მომავალ პრაქტიკულ თუ კვლევით საქმიანობაში.
ეკოლოგიის პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, რეაკრედიტაცია გაიარა 2021 წელს და 2026 წელს მოდიფიცირდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №20/ნ-ის მიხედვით (2026 წლის 20 თებერვალი).
რატომ ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა?
- თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები
სტუდენტებს ექნებათ საშუალება იმუშაონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში, რაც მათ პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს.
- პრაქტიკული სწავლება საველე პირობებში
პროგრამით გათვალისწინებულია რეგულარული საველე გასვლა სხვადასხვა რეგიონში, რათა სტუდენტებმა შეიძინონ აუცილებელი პრაქტიკული უნარები აქტუალური პრობლემების შესასწავლად.
- მიმდინარე კვლევით პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა
პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი წარმოადგენს საქართველოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებს, რაც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას საბაკალავრო საფეხურიდანვე ჩაერთოს სამეცნიერო პროექტებში და შეასრულოს პირველი სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში. დარგის პროფესიონალთა გუნდთან ერთად?
სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ დარგობრივ ვორკშოპებში, გამართავენ დისკუსიებს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.
- საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ევროპული უნივერსიტეტების პრაქტიკულ და კვლევით პროგრამებში მონაწილეობისა, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე. პროგრამა თანამშრომლობს ევროპულ უნივერსიტეტებთან და არის კავკასიისა და შავის ზღვის აუზის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების შემსწავლელი რამდენიმე ქსელის წევრი.
დასაქმების შესაძლებლობები
- შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები
- ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საჯარო სექტორი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო)
- სატყეო, სამონადირეო და თევზის მეურნეობები
- გარემოსდაცვითი აუდიტის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის, გეოინფორმაციული სისტემების მიმართულების საკონსულტაციო კომპანიები
- გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები
- ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საწარმოები და კომპანიები
- დაცული ტერიტორიები
- ეკოტურიზმი
პროგრამაზე მიღება:
2026-2027 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა მიღება არ ხორციელდება