გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი)
გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ახალი თაობის მკვლევრები, რომლებიც მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეძლებენ ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ევოლუციური ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო, ასევე მედიცინის სფეროს აქტუალური საკითხის შესწავლას, მიღებული მონაცემების სრულყოფილ დამუშავებასა და შედეგების ინტერპრეტაციას და დამოუკიდებლად კვლევის განხორციელებას, რაც ქმნის წინაპირობას, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იყოს კონკურენტუნარიანი როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე.
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა და მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
სტრუქტურული მოდელი 1 (ვრცელდება 2026-2027 აკადემიურ წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე):
- 4 სემესტრი, 120 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების მაგისტრი გამოყენებით გენეტიკაში Master of Science in Applied Genetics
სტრუქტურული მოდელი 2 (ვრცელდება 2026-2027 აკადემიური წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე):
- 4 სემესტრი, 120 კრედიტი (60+60).
- პირველი ნაწილი - 2 სემესტრი, 60 კრედიტი
პირველი არანაკლებ 60 - კრედიტიანი ნაწილის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გამოყენებითი გენეტიკის მაგისტრი (Master of Applied Genetics)
- მეორე ნაწილი - 2 სემესტრი, 60 კრედიტი
მეორე არანაკლებ 60 - კრედიტიანი ნაწილის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია - კვლევის მაგისტრი გამოყენებით გენეტიკაში (Master of Research in Applied Genetics)
რატომ უნდა ავირჩიოთ გამოყენებითი გენეტიკ სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამას უძღვება მაღალკვალიფიციური, გენეტიკური კვლევის და მონაცემთა ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი. სწავლებაში ჩართულ მეცნიერებს აქვთ მაღალი საერთაშორისო რეიტინგი მათ სპეციალობაში. აკადემიური პერსონალი ითვალისწინებს აშშ-ის და ევროპის კვლევით და აკადემიურ დაწესებულებებში მიღებულ გამოცდილებას.
პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის შერწყმა
თანამედროვე მეცნიერებაში დნმ მარკერების გამოყენება თითქმის ისეთივე რუტინაა, როგორც, მაგალითად, პროგრამირება. თუმცა რეგიონის უნივერსიტეტებში სტუდენტებს იშვიათად აქვთ შესაძლებლობა, დაეუფლონ პრაქტიკულ გენეტიკურ მეთოდებს. ილიაუნიში სტუდენტები შეძლებენ თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენებას, როგორებიცაა დნმ-ის გამოყოფა ცოცხალი ქსოვილიდან, საინტერესო გენის გამოყოფა გენომიდან PCR-ის გამოყენებით და ამ გენში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის წაკითხვა, ასევე გენომის სექვენირება მეორე თაობის მეთოდებით ან წყალში ჩარჩენილი დნმ-ის მოლეკულებით იქ არსებული ორგანიზმების გარკვევა. ისწავლიან რთული მონაცემების დამუშავებას ბიოინფორმატიკული მეთოდებით და თეორიული პოპულაციური ბიოლოგიის საფუძვლებს, შეიძენენ სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
ადრეული კვლევითი გამოცდილება
მეორე სემესტრიდან სტუდენტები იწყებენ მუშაობას საკუთარ კვლევით პროექტზე ცხოველების, მცენარეების ან ადამიანის გენეტიკის სფეროში. სტუდენტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმონ და თანამედროვე რელევანტური მეთოდების, შესაბამისი აპარატურის გამოყენებით განახორციელონ სხვადასხვა მიმართულებით: განსხვავებული ცოცხალი ორგანიზმების − ცხოველების, მცენარეების, ადამიანის − გენეტიკური კვლევა, პოპულაციების გენეტიკური სტრუქტურის ანალიზი, ევოლუციური ბიოლოგიის საკითხების კვლევა.
კვლევით პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა
პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალი წარმოადგენს საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტებს და ცენტრებს; მათ ასევე აქვთ კავშირი ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სამეცნიერო პროექტებში და შეასრულონ სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში.
საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სტუდენტები შეძლებენ გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე. პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს იულიხის კვლევით ცენტრთან (გერმანია).
პროგრამის ხელმძღვანელები
- პროფესორი დავით თარხნიშვილი david_tarkhnishvili@iliauni.edu.ge
დასაქმების შესაძლებლობები
(2026-2027 აკადემიური წლამდე ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში):
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ეპიდემიოლოგიურ, ფარმაცევტულ, ან დაავადების კონტროლის ლაბორატორიაში; კრიმინალისტურ ან სხვა ლაბორატორიაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა; სხვა სამთავრობო, არასამთავრობო, ან კერძო დაწესებულებაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა და მისი შედეგების ანალიზი - სასოფლო მეურნეობის, კონსერვაციული ბიოლოგიის ან ეკოლოგიის დარგში; კვლევით დაწესებულებებში - უნივერსიტეტში, კვლევით ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო მუზეუმში საქართველოში ან ქვეყნის გარეთ. პროგრამის კურსდამთავრებულმა სწავლა შეიძლება გაარძელოს სადოქტორო საფეხურზე.
(2026-2027 აკადემიური წლიდან ჩარიცხული ნაკადის შემთხვევაში):
პირველი არანაკლებ 60-კრედიტიანი ნაწილის დასრულების შემდეგ - ეპიდემიოლოგიურ, ფარმაცევტულ, ან დაავადების კონტროლის ლაბორატორიაში; კრიმინალისტურ ან სხვა ლაბორატორიაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა; სხვა სამთავრობო, არასამთავრობო, ან კერძო დაწესებულებაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა და მისი შედეგების ანალიზი - სასოფლო მეურნეობის, კონსერვაციული ბიოლოგიის ან ეკოლოგიის დარგში.
მეორე არანაკლებ 60-კრედიტიანი ნაწილის - ეპიდემიოლოგიურ, ფარმაცევტულ, ან დაავადების კონტროლის ლაბორატორიაში; კრიმინალისტურ ან სხვა ლაბორატორიაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა; სხვა სამთავრობო, არასამთავრობო, ან კერძო დაწესებულებაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა და მისი შედეგების ანალიზი - სასოფლო მეურნეობის, კონსერვაციული ბიოლოგიის ან ეკოლოგიის დარგში. პროგრამის დამთავრებისა და 120 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში ან დასაქმდეს კვლევით დაწესებულებებში - უნივერსიტეტში, კვლევით ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო მუზეუმში საქართველოში ან ქვეყნის გარეთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი, ოთახი N108
☏ (+995 32) 222 00 09 (139, 137, 338)
✉sciences_medicine@iliauni.edu.ge